კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1306 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა 1085-ს შეადგენს.
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6
პაციენტის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტი არის უკვე დადასტურებულ
შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე
მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ პაციენტი სამედიცინო
პერსონალია,
კარანტინის რეჟიმშია 7635 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 334 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.