ჯანდაცვა
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
კორონავირუსის 25 ახალი
შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამის შესახებ
მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.
ვიბლიანის ინფორმაციით, ვირუსით
დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და
ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.
"მესტიის მუნიციპალიტეტში იკვეთება ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა
სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მისგან, ვირუსი გადაედოთ ამ
ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან
მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები
არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში, ნაწილის
გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე სხვა
კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული
კვლევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის
განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის
ბიოლოგიური მასალის აღება",- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
გააზიარეთ :