საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირებულთა რაოდენობა 1250 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა 1010-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7068 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.