ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1216 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა 996-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7166 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 282 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :