ჯანდაცვა
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1206 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა 967-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7071ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 294 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :