ჯანდაცვა
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1197 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა 974-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 294 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :