ჯანდაცვა
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, - მარინა ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს.
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება.

„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კვლავ რჩებიან ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

„ ეს დაავადება გართულებებს არა მარტო მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ტოვებს. შეიძლება დაავადება მსუბუქი იყოს, მაგრამ პნევმონიის მიმდინარეობაში იყოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის ფიბროზი, რაც არასასურველია არცერთ შემთხვევაში, ახალგაზრდა იქნება თუ ასაკოვანი. კიდევ განვმეორდები, დავიცვათ ერთმანეთი, დისტანცირება, პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და რეგულაციების დაცვა აუცილებელია. რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური“,-განაცხადა ეზუგბაიამ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.