ახალი ამბები
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებულებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბორჯომის სამედიციო ცენტრში მოთავსებული 12 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, ქალი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. 12 დაშავებულიდან სამი მათგანი ბორჯომელია. ადგილობრივი საავადმყოფო ამჟამად დატოვა ხუთმა პაციენტმა, ხოლო შვიდი მოქალაქე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ცენტრში მოთავსებისას მათ აღენიშნებოდათ მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ღია ჭრილობები.





შეგახსენებთ, დღეს ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლების მანქანიდან ამოყვანა გართულდა.


ავარიის გამო, ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებული იყო. გადაადგილების შეზღუდვა ნელ-ნელა იხსნება.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


ამავე თემაზე:

"მძღოლები იყვნენ შიგნით, სანამ კარები არ ჩაჭრეს, ვერ ამოიყვანეს" - ავარიის დეტალები ბორჯომიდან

ავარიის შედეგად დაშავებული ყველა მგზავრი და ორივე მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი

საზარელი ავარია ბორჯომში, არიან დაშავებულები





Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.