კორონავირუსისგან 7 გამოჯანმრთელდა და 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 1171 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა 947-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 323 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.