კორონავირუსით გარდაიცვლილი 17-ე პაციენტი 79 წლის ქალია
საქართველოში კორონავირუსით მე-17
პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge -ზე არის
განთავსებული.
კორონავირუსით გარდაცვლილი 79 წლის
ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. რომელსაც
კორონავირუსითან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან
929 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.