ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1145 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით
გაიზარდა 927-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 353 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :