ჯანდაცვა
19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა
დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის 19 ახალი
შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5
გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო
პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა
მიმდინარეობს.
"8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა
იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1
სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური
კვლევა",- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს
შეადგენს.
გააზიარეთ :