ჯანდაცვა
ინფიცირების შემთხვევათა მატება გარდაუვალი იყო - თენგიზ ცერცვაძე
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მცირე მატებას საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას, იმედოვნებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე,
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების შემთხვევათა მატება გარდაუვალი იყო.
„ეს გარდაუვალი იყო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია და ყოველ დღე ფიქსირდება 500-600 შემთხვევა და საქართველომ, რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ვერ არის. ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც მათგან ვრცელდება.
ახლა გარდაბანია ისეთი,საიდანაც დღეს 10 ავადმყოფი იყო. მთავრობამ, როგორც მას ჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს. დაიწყო გარდაბანში მასობრივი გამოკვლევა იმ სოფლების მთელი მოსახლეობის, სადაც ეს 10 შემთხვევა იყო და მე იმედი მაქვს, ასეთ პატარა მატებებს საქართველოდ დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას",- აცხადებს ცერცვაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.