ჯანდაცვა
კიდევ ერთი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინა გამოსცადეს
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა
კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინა შექმნეს, რომელიც უსაფრთხოა და ვირუსისადმი
ადამიანის იმუნიტეტს აუმჯობესებს. ამის შესახებ BBC წერს.
ვაქცინაცია 1077 მოხალისეს ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს
ორგანიზმში გამოუმუშავდათ ანტისხეულები, ასევე T-უჯრედები, რომლებსაც
კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.
ChAdOx1 nCoV-19 ასე ქვია ვაქცინას და ის კორონავირუსის გენეტიკური
მასალისგან შექმნეს, მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში ვირუსისადმი
იმუნიტეტის გამომუშავება და უკვე ინფიცირებული ორგანიზმის იმუნურად
გაჯანსაღებაა. აღნიშნული ეფექტი კი მაშინ მიიღწევა, თუ ორგანიზმში
კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და T- უჯრედები
გაჩნდება.
ოქსფორდელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა
ვაქცინამ ორგანიზმს ანტისხეულებიც გამოუმუშავა და T- უჯრედებიც.
პროფესორი, ენდრიუ პოლარდი ვაქცინას "ძალიან პერსპექტიულს“
უწოდებს.
"ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, სანამ დაზუსტებით დავადასტურებთ,
რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის
პანდემიასთან
გასამკლავებლად ეფექტურია, მაგრამ ეს ადრეული შედეგი არის
დამაიმედებელი“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის
პროფესორი, სარა გილბერტი.
თუ ეს იმედი გამართლდება, რომელიც ახლა არსებობს, წლის ბოლომდე
ვაქცინა ხელმისაწვდომი ადამიანთა ფართო
ჯგუფებისთვის უნდა იყოს. მედიკოსები ამბობენ, რომ თავდაპირველად
ვაქცინაცია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებს ჩაუტარდება
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი
ერთადერთი ვაქცინა. მის შესაქმენლად
სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ.
რამდენიმე მათგანმა უკვე დაი-წყო მოხალისეთა ვაქცინაცია და ახლა
შედეგებს ელოდებიან.
გააზიარეთ :