ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა
საქართველოში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა
რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 1039 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით
გაიზარდა 900-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 232 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :