ჯანდაცვა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რომ 10 ახალი
შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს
შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის
რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი
– 228.
გააზიარეთ :