კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1018 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით
გაიზარდა 895-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5497 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.