კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1010 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით
გაიზარდა 885-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 244 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.