კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 995 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ ეტაპზე არ შეცვლილა
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 219 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31
მოქალაქე.