კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა.
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან
კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს
შეადგენს.
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსი
სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა, კორონავირუსით,
სატვირთო ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე
და ცოლის და დაინფიცირდა.
.
სულ ქვეყანასი კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 231 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31
მოქალაქე.