საქართველოში კორონავირუსით
დაინფიცირებულთა რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, 5-ით
გაიზარდა.
გასულ 24 საათში
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და ამჯერად
საქართველოში კორონავირუსით 107 პაციენტია ინფიცირებული.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 1 ივლისიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში
დაინფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.47 პაციენტი კი
გამოჯანმრთელდა, ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებული პაციენტების
რაოდენობა 15-ით შემცირდა.
ამ წუთის მდგომარეობით საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების
963 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 841 პაციენტი,
გარდაცვლილია 15, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პაციენტი
რჩება.