კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი
8-ით გაიზარდა და 838 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.