კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946
გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი
გარდაიცვალა.