კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა
საქართველოში 24 საათში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და
928 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი
3-ით გაიზარდა და 794 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.