კორონავირუსისაგან 3 ადამიანი დაინფიცირდა 3 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კორონავირუსისგან 3 ადამიანი
გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 771-მდე გაიზარდა
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.