კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 7
ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა 911-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.