ჯანდაცვა
არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს - ამირან გამყრელიძე
უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების წესებზე იმსჯელეს.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.

"დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს. დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია. ზოგადად, გლობალურად სიტუაცია არ მშვიდდება. ამიტომ საქართველოს მონაცემები თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, აუცილებლად უნდა შევასრულოთ,"- განაცხადა გამყრელიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.