კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
საქართველოში 24 საათში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და
893 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.