კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირების
შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი
1-ით გაიზარდა და 704 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.