კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864
გახდა.
აქტიური შემთხვევების რიცხვი კი
161-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 252 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.