1 დაინფიცირებული და 11 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 809 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე,
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-ით
გაიზარდა და 674-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი
გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.