"ყველას პასუხი არის უარყოფითი და ყველა კარგად ვართ" - მოქალაქე ბორჯომიდან
17:33 / 02.06.2020
ბორჯომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ
კორპუსში მცხოვრებ ქალს, რომელსაც გუშინ კორონავირუსზე ტესტი აუღეს,
COVID-19 არ დაუდასტურდა.პასუხი SMS შეტყობინებით დღეს
მიიღო. როგორც თავად ამბობს, ყველა იმ პირის პასუხი უარყოფითი
აღმოჩნდა, რომლის ბიოლოგიურ მასალასაც ლუგარის ლაბორატორიაში
იკვლევდნენ. მისი თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო
სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
ბორჯომში, 24 პირს COVID-19-ზე ტესტი გუშინ ჩაუტარდა. აღნიშნული
პირები სავარაუდოდ კონტაქტში იმყოფებოდნენ თბილისიდან სტუმრად ჩამოსულ
ახალგაზრდა კაცთან. ამ უკანასკნელს კორონავირუსი სავარაუდოდ მას
შემდეგ დაუდასტურდა, რაც ბორჯომი დატოვა. ბორჯომში ის ერთი კვირის
წინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.