ჯანდაცვა
ახალციხეში კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა
დედა და ორი შვილი მოსკოვიდან 25
მაისს ჩამოვიდნენ. ინფორმაციას
სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს, როგორც ერთ–ერთი მათგანი ამბობს,
საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. სამ დღეში კი
კორონავირუსი დაუდასტურდათ.
20 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ კარანტინში ყოფნის დროს გემოსა
და სუნის შეგრძნება დაკარგეს. ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი
გუშინ, 28 მაისს აჩვენა, სამივე ინფიცირებული თბილისში იმავე დღეს
გადაიყვანეს.
"4 დღის წინ ჩამოვედით, 25–ში. ეკიპაჟმა გამოგვაცილა საზღვრიდან და
ჩამოვედით პირდაპირ საკარანტინო ზონაში. მესამე დღეს შევამჩნიე, რომ
გემო დავკარგე, ტესტი გაგვიკეთეს და კორონავირუსი აღმოგვაჩნდა. ახლა
სამივეს გემოს და სუნის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, სხვა სიმპტომები
არ გვაქვს", - აცხადებს ინფიცირებული ახალგაზრდა.
იგი, ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსის
გამოვლენამდე საკარანტინო ზონა დატოვეს და ნათესავებთან ჰქონდათ
კავშირი, კატეგორიულად უარყოფს.
"ახალციხეში არიან ახლობლები მაგრამ არანაირი კონტაქტი გვქონია.
შორიდან კი ყველა ვნახე, მე ვიყავი მეექვსე სართულზე, ისინი პირველ
სართულზე. არც გვქონდა ამის უფლება, იქ კამერებია, დაცვის პოლიცია
იცავს ტერიტორიას და რომ შეგამჩნიოს ვინმემ კარანტინიდან გამოსული
დაგაჯარიმებენ. ჩვენ ყველა წესს ვიცავდით", - ამბობს ახალგაზრდა.
ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა
გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.
გააზიარეთ :