კორონავირუსისგან 20 გამოჯანმრთელდა და 3 დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი
20-ით გაიზარდა და 557 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 200 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.