ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში 2
პაციენტზე ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. 60 წლამდე
ქალს და 12 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ინფორმაციას borjomi.tv-ს
სამედიცინო ცენტრის დირექტორი უდასტურებს.
ორივე ადგილობრივი პირი ბორჯომის ცხელების ცენტრში 23 მაისს
მოათავსეს, ისინი მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. მათი ბიოლოგიური
მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
ამავე თემაზე: ბორჯომის ცხელების ცენტრში ორი პირია
მოთავსებული
გააზიარეთ :