ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს
კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა
დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
"დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა
საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია
13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან
გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი."-
განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.