კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 723 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-
ით გაიზარდა და 495 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316 პირი. საქართველოში
კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.