მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა
Worldometer-ის ინფორმაციით,
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს
გადააჭარბა.
კერძოდ, ამ დროისთვის, გლობალურად
კორონავირუსის 5002439 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ვირუსით
გარდაცვლილთა რაოდენობა 325000-ს აღემატება.
შემთხვევების რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოჰყვება რუსეთი,
ესპანეთი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა. 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი
მოქმედებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს
იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი, დადასტურებული
შემთხვევა.