კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა. შესაბამისად,
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702
შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობას, 24-ით გაიზარდა და 456-ს აღწევს. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 360 პირი.
ინფორმაციისთვის, 702 ადამიანიდან 456 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12
გარდაიცვალა.