კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 701 გახდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 357 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან,
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე