საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 12-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად,
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695
შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობას, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და
425-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 360 პირი.
ინფორმაციისთვის, 695 ადამიანიდან 425 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.