საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 683 გახდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 683
გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 360 პირი.
ინფორმაციისთვის, 683 ადამიანიდან 419 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.