კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 671 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული
ადამიანების რიცხვი 19-ით არის გაზრდილი.
კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 404 პირი.
ინფორმაციისთვის, 671 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.