კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 15-ით გაიზარდა და 667
გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11 - ით გაიზარდა და 383 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4233 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 373 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.