საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ
ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
საქართველოში ამ დროისთვის
კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.