ჯანდაცვა
კლინიკებში გეგმური ოპერაციები განახლდება-თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან.
"უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის",- განაცხადა გაბუნიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.