საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 647
გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 23 - ით გაიზარდა
და 372 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი,
ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.
ინფორმაციისთვის, 647 ადამიანიდან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.