საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 647
გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა კი 23 - ით გაიზარდა და 372 გახდა. კარანტინის
რეჟიმშია 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386
პირი.
ინფორმაციისთვის, 647 ადამიანიდან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.