საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 642 შეადგინა. კარანტინის
რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 413
პირი.
ინფორმაციისთვის, 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.