1 დაინფიცირებული და 32 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში - 1-ით
გაიზარდა და 639 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის
მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 32 - ით გაიზარდა და 349
გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.
ინფორმაციისთვის, 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.